წითელი ნისხა

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ეკო კლუბ "ეკო-vision" - ის წევრების ინიციატივით მე- 5 კლასში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და წითელი ნუსხის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით საინტერესო აქტივობებით "დახუნძლული" გაკვეთილი დაიგეგმა. მოსწავლეებმა წყვილებში ხალისით იმუშავეს საქართველის წითელი ნუსხის კატეგორიებზე, გაკვეთილის ფარგლებში ისწავლეს, რომ არსებობს მოწყვლადი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენებული ეროვნულ დონეზე კატეგორიები. იმსჯელეს ამ ნუსხის აუცილებლობაზე და საკუთარ წვლილზე წითელ ნუსხაში შესული ჯიშების და ქვეყნის ეკოსისტემების წინაშე არსებულ პასუხისმგებლობაზე.
                                 

Комментариев нет:

Отправить комментарий