მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
,,ეკო-Vision"- ის კლუბის წევრების აქტიური მხარდაჭერით ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის VI და VII კლასის მოსწავლეები ახალი, ხელნაკეთი თოჯინების მორიგ წარმოდგენისთვის ემზადებიან. ,,დათვი და პატარა გოგონა,, რიგით მეორე წარმოდგენა იქნება, რომელსაც ნორჩი მსახიობები უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენენ. ამ ეტაპზე კი როლების დასწავლის პარალელურად პატარები დეკორაციების მომზადებით არიან დაკავებული. ხელნაკეთი თოჯინების სასკოლო თეატრის იდეა ესთეთიკის კათედრას ეკუთვნის თუმცა ეკო კლუბელები ამ იდეის განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად არიან ჩართულნი.
Комментариев нет:
Отправить комментарий