მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მოგახსენებთ,რომ 26 თებერვალს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრების ჩართულობით ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის" ფარგლებში გაიმაართა შეხვედრა მეცხრე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან, რომელთა შორისაც იყო სსსმ მოსწავლე. მონაწილეებმა უყურეს ვიდეოს (https://www.facebook.com/ganaxlda.ganaxlda/videos/197451137881651/) , თამბაქოს მავნე შედეგების შესახებ. შემდეგ, კი გაიმართა დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რადგან ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული მისი დამღუპავი შედეგები.
Комментариев нет:
Отправить комментарий