იუნკერები-ისტორია,რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს!

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
25 თებერვალი და იუნკერები - ისტორია, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს!!!

"შვილებო! ჩემი მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"
ასე მიმართა სიტყვით, 1921 წლის 23 თებერვალს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შეიკრებილ სტუდენტებს, სასწავლებლის დამფუძნებელმა და რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა.
და მაინც...
1921 წ. 25 თებერვალს, პარასკევს 12:00 საათზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის 3-წლიანი და საქართველოს კონსტიტუციის 4-დღიანი ისტორია… საქართველო ოკუპაციის ქვეშ მოექცა.
„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი...“ - ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვლის პირველ წუთებს, როცა ეს-ეს არის შეიტყო სარდლობის გადაწვეტილება, თბილისის დატოვების შესახებ. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, 25 თებერვლის დადგომამდე, თანამებრძოლებთან ერთად სულგანაბული ელოდა სამშობლოსათვის თავგანწირვის დიად მომენტს, როცა სანგარში ჩამჯდარს თითები სველ ჩახმახზე ეყინებოდა და თოვლის ფიფქები თვალებში უვარდებოდა...„ამ წამიდან როგორც ჩვენი სამშობლო, საქართველო, ისე ქართველი ერი სამუდამოდ დაიღუპა, ჩარხი უკუღმა გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა“.
25 თებერვალი და საქართველოს ოკუპაციის თითქმის საუკუნის წინანდელი ამბავი (საქართველოში 2020 წელს აღნიშნული თარიღის 99 წელი აღინიშნა) სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა დაშვებული დროშის ფონზე, ხელში სანთლებით აღნიშნეს. სამშობლოს სიყვრულით გულანთებული იუნკერების გახსენება და ქვეყნის აწმყოს ისტორიულ ჭრილში კიდევ ერთხელ ჩვენება იყო სკოლის ისტორიის პედაგოგის ინგა ბოჭორიშვილის მიზანი აღნიშნული ღონისძიების დაგეგმვისას და ვფიქრობთ მიზანი მიღწეულია.
მადლობა პედაგოგს და მოსწავლეებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენეს საყოველთაო მოწოდება „მოქალაქეებო, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა!“ როცა ეს სამშობლოს სჭირდება.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
  
  

Комментариев нет:

Отправить комментарий