მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
როგორც მოგეხსენებათ, 3 დეკემბერს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, ამიტომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის №2 საჯარო სკოლაში მოქმედი კლუბის "ეკო -vision"-ის წევრებმა შეხვ ედრა ჩაატარეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან და თემატური პრეზენტაციის გზით გააცნეს ინფორმაცია დღესდღეობით საგანმანათლებლო სისტემაში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტიც, რომ ასეთ მოსწავლეებს/ადამიანებს ჩვენი დახმარება და თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. მათზე ზრუნავა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ ასეთი ბავშვები2013 წლიდან ინტეგრირებულები არიან საჯარო სკოლებში, არ გრძნობენ თავს მარტოსულად და ხალისით ერთვებიან სგაკვეთილო პროცესში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის სსსმ მოსწავლებიც, რომლებიც აქტიურად და ხალისით ჩაერთო სხვადასხვა აქტივობებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий