ვეშაპების დღე

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
    სსიპ ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-vISION"-მა  19 თებერვლის ,ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა საინფორმაციო შეხვედრა ამავე სკოლის მე-5 კლსის მოსწავლეებთან . კლუბის წევრმა ისაუბრა 19 თებერვლის შსახებ, რომელიც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეა (ინგ. Whale Protection Day).მან აღნიშნა,რომ  ეს დღე არა მხოლოდ ვეშაპების, არამედ ზღვის ყველა ძუძუმწოვრისა და სხვა ბინადარების დაცვას ეძღვნება და 1986 წელს საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ დაარსდა. კომისია დღემდე ებრძვის მთელს  მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას, რადგან მოგეხსენებათ ვეშაპები ყველაზე მგრძნობიარენი არიან, რომლებიც აკონტროლებენ და არეგულირებენ ოკეანეების ბიოლოგიურ სტაბილურობას და სწორედ ამიტომ ისინი განუმეორებელი არსებები არიან, რომელთა დაკარგვაც დიდი დანაკლის გამოიწვევს სამყაროში. ვეშაპთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით კომისიას სურს, სამთავრობო უწყებები და მოსახლეობა კიდევ ერთხელ დააფიქროს ამ ცხოველების დაცვაზე, რადგან დღესდღეობით  ზღვის ძუძუმწოვართა მხოლოდ 119 სახეობაა შემორჩენილი. ვეშაპებსა და ზღვის ძუძუმწოვრებზე უკანონო ნადირობა დაახლოებით 200 წელია გრძელდება, რამაც მათი რიცხვის შემცირება და ვეშაპთა რამდენიმე სახეობის გადაშენება გამოიწვია.შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა,რაზეც დასმული კითხვები მეტყველებდა.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий