პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის წესები

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
მიმდინარე წლის 26 თებერვალს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში კლუბ ,,ეკო-vISION"-ის წევრების ინიციატივით მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა სასკოლო აქტივობა თემაზე: ,,პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის წესები". შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნილების განვითარება. შეხვედრას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი მაკა გრიგალაშვილი, სკოლის ექთანი ნათია ჯიქური და სსსმ მოსწავლე. მათ ისაუბრეს ჰიგიენაზე, რომელიც ასოცირდება ჯანმრთელიბისა და სისუფთავის უზრუნველყოფასთან. მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო აქტივობები:
  1. ბარათზე მოცემული ნივთებიდან გააფერადეს ის ნივთები, რომლებიც ყველა ადამიანს საკუთარი უნდა ჰქონდეს. მათ ხალისიანად შეასრულეს ეს დავალება.
  2. სისუთავე ჯანმრთელობის გარანტიაა - მოსწავლეებმა თაბახის ფურცლებზე დახატეს საჭირო ნივთები. შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია. მეტად საინტერესოდ წარიმართა მათი გამოსვლა.ვთვლით, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავის მოვლის ჩვევების ჩამოყალიბებას.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий