მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
კლუბ ,,ეკო-vISION"- ის ინიციატივით მეექვსე კლასში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე "ჯანსაღი ცხოვრების წესი", კერძოდ განხილული იყო ჰიგიენა . აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სკოლის ექთანი ნათია ჯიქური, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა პირად ჰიგიენას და მისი დაცვის წესებზე. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. მათთვის ყველაზე სახალისო გამოდგა "თავსატეხის _ ჰიგიენა ჯანმრთელობის საწინდარია" _ ს ამოხსნა სადაც მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ დამალული სიტყვები, რასაც წარმატებით გაართვეს თავი.
Комментариев нет:
Отправить комментарий