გამოფენა-დეგუსტაცია

მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით  ეკოლოგიურად სუფთა (შხამქიმიკატების გამოყენების გარეშე მოყვანილი) საკვები პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, მ/წ 25 ოქტომბერს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სასოფლო სამეურნეო კულტურების გამოფენა-დეგუსტაცია. ღონისძიების თემატურად გამრავალფეროვნების მიზნით თითოეული კლასი წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. ღონისძიებას სასკოლო თემის (მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების) გარდა ესწრებოდნენ ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციის „ახალციხის ციხეს“ ადმინისტრაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და კულტურის სახლის თანამშრომლები.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий