მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მე-15 მიზანი: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა,აღდგენა და მდგრადი გამოყენება,ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა,ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში 8 ოქტომბერს გაკვეთილების შემდეგ, ეკო-კლუბის წევრების ინიციატივით და დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო.მოსწავლეები მთელი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ აღნიშნულ აქციაში. გადავწყვიტეთ მსგავსი აქცია მოვაწყოთ სხვა ტერიტორიაზეც , რითიც მცირედ, მაგრამ ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ გარემოს დასუფთავებაში. აღნიშნულ აქციაში ,ასევე მონაწილეობდა სკოლის სსსმ მოსწალვე.
Комментариев нет:
Отправить комментарий